LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუდუსუნის ძვალი

123
_კუდუსუნის ძვალი

კუდუსუნის ძვალი არის სამკუთხა ფორმის პატარა ძვალი, რომელიც გავის ძვალს უერთდება. ის ხერხემლის დაბოლოებაა და მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის მთელი რიგი მოძრაობებისას. მენჯის კუნთებსა და ბარძაყებთან ერთად, მნიშვნელოვანია კუდუსუნის ფუნქცია ჯდომისას, სხეულის მდებარეობის შენარჩუნებასა და მოძრაობის დაწყებისას მდებარეობის შეცვლაში.

კუდუსუნის ძვლის ტკივილის რამდენიმე მიზეზი არსებობს. უხშირესად ეს არის კუდუსუნის ლოკალური ტრავმა, მაგალითად, დაცემის ან მშობიარობისას. სახსრის ზედმეტი ამპლიტუდით მოძრაობაც შეიძლება იწვევდეს ტკივილს გავასა და კუდუსუნს შორის არსებული სახსრის გადაძაბვის გამო. კუდუსუნს აზიანებს არასაკმარისი მოძრაობა ანუ ჰიპოდინამიკა. ერთსა და იმავე პოზიციაში ხანგრძლივად ჯდომა იწვევს კუდუსუნის ძვლის პოზიციის შეცვლას, ზედმეტად გადახრას ან მისთვის უჩვეულო მდებარეობის მიღებას, რაც აძლიერებს კუდუსუნსა და მის ირგვლივ ძვლებსა და სახსრებზე ზეწოლას. გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება ტკივილი. გარდა ამისა, ცხოვრების მჯდომარე წესი ხელს უშლის კუნთების გაძლიერებას. ანალოგიური მექანიზმებით აძლიერებს კოქციგოდინიას სიმსუქნეც. ჭარბწონიანთა მენჯი ნაკლებად მოძრაობს, რაც ხანგრძლივი დროით კუდუსუნზე უწყვეტი ზეწოლის მიზეზია. სიმსუქნე ნიშნავს დამატებით ზეწოლასაც სხეულის ქვედა ნაწილზე, რაც ზრდის ტკივილის ალბათობას.

კოქციგოდინიით დაავადებული ადამიანების რადიკალური მკურნალობის მცდელობა იშვიათად მთავრდება განკურნებით. ტკივილი შეიძლება გაჩნდეს უეცრად, ყოველგვარი მიზეზების გარეშე, გრძელდებოდეს სხვა და სხვა დროის მონაკვეთში და ასევე შეიძლება მოულოდნელად გაქრეს კიდეც.  კოქციგოდინიის მოსარჩენად მნიშვნელოვანია ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა ნევროლოგების, ტრავმატოლოგების და ფსიქოთერაპევტების დახმარებით. აღნიშნულმა დაავადებამ რიგ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, უძილობა, სექსუალური პოტენციის დაქვეითება და ინვალიდობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები