LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა 1932 წლის სპორტქარი აღმოაჩინეს

25

ბრიტანელმა არქეოლოგებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საარტილერიო პოზიციაზე 1932 წლის როდსტერის MG J2-ის ნარჩენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ კერძო კომპანია Wessex Archaeology საუბრობს, რომელიც არქეოლოგიური გათხრებით არის დაკავებული.

ავტომობილი ყოფილი სამეფო საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორიაზე იპოვეს, რომელიც ქალაქ ლარკჰილთან ახლოს მდებარეობს.

Wessex Archaeology-ში განმარტავენ, რომ აღმოჩენილი MG J2 სასწავლებელში 1960 წლამდე გამოიყენებოდა, როგორც ჩანს, ავტომობილ ძველ საარტილერიო პოზიციაზე იყო რემონტისთვის იყო დაპარკინგებული, რადგან ძრავი და სხვა დეტალები ავტომობილის გვერდით იპოვეს. რატომ მიატოვეს როდსტერი ასეთ მდგომარეობაში, უცნობია.

სულ ასეთი 2083 ავტომობილი გამოვიდა. 1930-იან წლებში მისი ფასი 199 ფუნტი სტერილინგი იყო. შედარებისთვის გეტყვით, რომ იმ დროის საშუალო ანაზღაურება 200 ფუნტი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები