LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WIZZ AIR-ის საიტი მოგზაურობის დაგეგმვაში დაგეხმარებათ

17

“ვიზეარმა” საიტს მოგზაურობის დაგეგმვის ფუნქცია დაამატა. ის მსურველებს დაეხმარება მარშრუტის არჩევაში, ინტერესების, თარიღისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.

ავიაკომპანია თქვენზე მორგებულ მარშრუტს 550 ვერსიდიან შეარჩევს.

მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ გაფილტრონ ძებნა, კატეგორიების მიხედვით, უკეთესი შედეგისთვის. კატეგორიებს შორის არის: ოჯახური არდადეგები, ზამთრის სპორტი, თავგადასავლები, რომანტიკული დასვენება, პლაჟი, შემეცნება, ღამის ცხოვრება და ა.შ.

კომპანიის კომერციული დირექტორის ჰერი დოკის თქმით, ვიზეარი მომხმარებელს მსგავსს სერვისებს მომავალშიც შესთავაზებს.

“უპირატესობა ძებნის დროს, დაბალ ფასებს მიენიჭება. მოვუწოდებ ყველას, მოიწონონ ჩვენი ოფიციალური გვერდი, სადაც მგზავრებს უამრავ სიახლეს ვთავაზობთ”, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები