LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო უსაფრთხოების ნიშნები სოფელ პირველ მაისში

33

World Vision საქართველო, ევრო კავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“. რომლის ფარგლებშიც, ხობისა და ზუგდიდის მუნიცპალიტეტის ახალგაზრდული ჯგუფების ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ადვოკატირების კამპანია მიმდინარეობს.
20 სექტემბერს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის და სოფელ პირველი მაისის ესტატე შუშანიას სახელობის საჯარო სკოლის მიმდებარედ, საავტომობილო ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საგზაო ნიშნების მოწყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა აღნიშნულ საგაზო მონაკვეთევბზე თანამედროვე სტანდარტების მაფთხილებელი ნიშანები დაამონტაჟა, რომელიც მძღოლებს მიანიშნებს მაგისტრალზე საჯარო სკოლის მდებარეობისა და ბავშვების შესახებ, როლებიც გზის კონკრეტულ მონაკვეთზე ქვეითად გადაადგილდებიან.
კამპანიას საგზაო უსაფრთხოების შესახებ მხარს უჭერს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ რომლის მხარდაჭერით პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა.
World Vision საქართველო პროექტს ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“ 2016 წლის თებერვლიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ევრო კავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით და მას ორი ძირითადი მიმართულება გააჩნია: ახალგაზრდების განვითარებაში წვლილის შეტანა და ადგილობრივი მთავრობის გაძლიერება ახალგაზრდებთან მუშობის ეფექტურობის ასამაღლებლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები