სამგზავრო ლაინერის კუდს ნაწილი მოსძვრა და შემთხვევით ავტომობილს დაეცა. „BBC“-ის ინფორმაციით, შემთხვევა იაპონიაში, კანსაის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. Boeing 777-200-ის კუდის ფრაგმენტი 2 ათასი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გზაზე მოძრავ ავტომობილს დაეცა. რკინის ნაწილის წონა 4 კგ იყო და მან ავტომობილი სერიოზულად დააზიანა. რაც შეეხება მძღოლს, საბედნიეროდ, ის უვნებელი გადარჩა. რაც შეეხება „კუდმომძვრალ ლაინერს“, მან ფრენა განაგრძო და დანიშნულების ადგილზე – ამსტერდამში წარმატებით ჩაფრინდა. ბორტზე ამ დროს 300 მგზავრი იმყოფებოდა და ინციდენტმა ისინი საკმაოდ შეაშინა.
NEWS A piece of KLM Boeing 777-200 #KL868 fell into car shortly after takeoff from Osaka https://t.co/XmmoclyopP pic.twitter.com/tXbdwTiGhe
— AIRLIVE (@airlivenet) 24 September 2017