Brabus-მა Mercedes-Benz Actros მდიდრულ ბორბლებიან სახლად გადააქცია. პროექტს სახელად Big Boy 1200 დაარქვეს და ეს არის 12 მეტრის სიგრძის სატვირთო, რომელშიც 30 კვადრატული მეტრის ფართობი საცხოვრებელ სივრცედაა გადაკეთებული.
სიგანეში სატვირთო 2,5 მეტრს მოიცავს, სიმაღლე კი 4 მეტრია. 4 მოძრავი მოდული ავტომობილს კიდევ უფრო მოცულობითს ხდის.
პირველი სივრცე, სადაც შიგნით შესული ადამიანი ხვდება – სამზარეულო-მისაღებია, რომელიც 4,5 მეტრის სიგანის საძინებელში გადადის. მოსასვენებელი ადგილი რამდენიმეა, მთავარი ორადგილიანი საწოლი, ორი სავარძელი და დამატებით კიდევ ერთი დასაძინებელი სივრცე რომელიც მძღოლის კაბინაში იშლება.
სამზარეულოში არის ყველა საჭირო ტექნიკა: ღუმელი, მაცივარი, ყავის აპარატი და ღვინის გამაგრილებელი სათავსოც კი.