LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Koenigsegg-მა Bugatti Chiron დაამცირა (ვიდეო)

25

ჰიპერქარმა Koenigsegg Agera RS ადგილიდან 400 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებაში რეკორდი დაამყარა. კუპემ ამ შეჯიბრში Bugatti Chiron დაამცირა და 5,5 წამით უფრო სწრაფად მივიდა.

გარბენი დანიურ ავტოდრომზე გაიმართა. ჰიპერქარ Koenigsegg-ს 2441 მეტრი დასჭირდა იმისათვის რომ 400კმ/სთ-მდე აჩქარებულიყო და სრულად დაემუხრუჭებინა. ამ ყველაფრისთვის „აგერას“ 26,88 წამი დასჭირდა, სრული დამუხრუჭებისთვის კი 9,56 წამი. რაც შეეხება „შირონს“, მას 400 კილომეტრის ასაკრებად 3112 მეტრი 32,6 წამი, ხოლო გასაჩერებლად 9,3 წამი დასჭირდა,.

რეკორდის დამყარებისთვის, სრულიად სერიული ავტომობილი გამოიყენეს, რომელიც ამერიკელი კლიენტისთვის არის განკუთვნილი. უსაფრთხოების მიზნით, ჰიპერქარის სალონში მოსახნელი კარკასი დააონტაჟეს.

Koenigsegg Agera RS აღჭურვილია 1176 ტვინ-ტურბო ხუთ ლიტრიანი ძრავითა და შვიდსაფეხურიანი ტრანსმისიით. ას კილომეტრს კი 2,8 წამში ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები