ფეხბურთელ პიკესთან განქორწიების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, მომღერალი შაკირა Twitter-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის სიყვარულზე მღერის.
მცირე დროით დღის შესვენება, რათა სიყვარულს მივუძღნა სიმღერა”, – დაწერა მომღერალმა Twitter-ზე.
Una pequeña pausa en mi día para cantar una canción de amor! / A little pause in my day to sing a love song! Shak pic.twitter.com/7PDQiuRBYx
— Shakira (@shakira) October 6, 2017
გარდა ამისა, ესპანურ პორტალ Hola-სთან შაკირას წარმომადგენელი აცხადებს, რომ წყვილს შორის “არაფერი შეცვლილა.” ის პიკესა და შაკირას დაშორების შესახებ ჭორს უარყოფს და ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციებს ბოროტმოქმედები ავრცელებენ , რომლებიც ფეხბურთელს ებრძვიან.
შეგახსენებთ, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარ პიკე და კოლუმბიელი მომღერალი შაკირა დაშორდნენ. პიკე და შაკირა 2011 წლიდან ერთად არიან. წყვილს ორი შვილი 4 წლის მილანი და 2 წლის საშა ჰყავთ.