LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1209
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:00-დან 12:51 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დაიცავით დისტანცია გარშემომყოფებთან, რადგან მაღალია მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

არ ღირს ილუზიებს აყოლა და მიმდინარე მოვლენების სუბიექტურად აღქმა.

მოერიდეთ ფუჭი დაპირებების გაცემას.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა აქტიური მოქმედებისა და სამართლიანობის დამყარებისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა ძვლოვანი სისტემის, ხერხემლის, სახსრების, მუხლების და კბილების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, ციტრუსით, თევზით და წიწიბურათი. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, მარჯანი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც უახლოეს 20 დღეში ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები