LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გვეუბნება გამონაბოლქვის ფერი?

213

საავტომობილო ექსპერტებმა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისათვის ამა თუ იმ პრობლემის დიაგნოსტიკის უმარტივესი საშუალება შემოგვთავაზეს. საკმარისია ყურადღება გამონაბოლქვის ფერს მივაქციოთ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აირები უფერული უნდა იყოს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამონაბოლქვის სისტემა კარგად მუშაობს. მაყუჩიდან თეთრი ფერის კვამლი ზამთარსა და ყინვაში გამოდის და ეს კონდესატის ბრალია. როგორც კი ის ორთქლდება, გამონაბოლქვი ისევ უფერული ხდება. თუკი გამოყოფილი აირები არ უბრუნდებიან უფერულ მდგომარეობას, ეს სიგნალია იმისა, რომ რაღაც რიგზე არ არის – წერენ ექსპერტები. მაგალითად, ძრავში გამაგრილებელი სითხე, ან წყალი მოხვდა.

ლურჯი კვამლი სიგნალია იმისა, რომ წვის კამერაში ზეთი ხვდება. მიზეზი შეიძლება ავტომობილის ასაკი და გაცვეთილი დეტალებიც იყოს, ამისათვის საჭიროა დიაგნოსტიკის ჩატარება და მათი ადრეულ სტადიაზე გამოცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი უგულვებელყოფა ხარჯიან რემონტად გადაიქცევა.

და ბოლოს, შავი კვამლი გამონაბოლქვის სისტემიდან განსაკუთრებით დიზელის ძრავიან ავტომობილებში შეიმჩნევა. ის გამონაბოლქვი აირების გამწმენდი სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს. ჭვარტლის ფილტრის შეცვლამაც კი შეიძლება აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები