LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ჭკვიანი კამერების მონტაჟის პროცესი დაიწყო

52

რუსთავში ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟის პროცესი დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” რუსთავის მერიაში განუცხადეს, ამ დროისთვის კომპანიამ გზებზე ჭკვიანი კამერების აღმნიშვნელი აბრების დაამონტაჟება დაასრულა.

კამერის დაყენება, თავდაპირველად მთავარ ქუჩებზე, ხოლო შემდეგ გარე უბნებში, პარკებსა და სკვერებშიც იგეგმება.

რაც შეეხება ვადებს, ჭკვიანი კამერების მონტაჟი რუსთავში, 2018 წლის 1 აპრილს დასრულდება.

რუსთავი მეორე ქალაქია, სადაც მძღოლების ქცევას კამერები გააკონტროლებს. მთლიანად ქალაქში 69 ჭკვიანი კამერა დაყენდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:

  • მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას
  • შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას
  • ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას
  • სიჩქარის გადაჭარბებას
  • მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას

პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერის დამონტაჟება იგეგმება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები