LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-მა ახალი კონკურსი დაიწყო

27

Airbnb-მა ახალი კონკურსი დაიწყო –  გამარჯვებული ერთი დღეს ლეგოს სახლში გაატარებს. სახლების გაქირავების სერვისმა და კონსტრუქტორის ბრენდმა საერთო კონკურსი წამოიწყეს. დავალება კი ყველა მსურველისთვის ერთი და იმავეა – ლეგოს კუბიკებით რაიმე საინტერესო ნაგებობის აშენება. გამარჯვებული 24 ნოემბერს გამოვლინდება და მას პირდაპირ კონსტრუქტორის სახლში მიიყვანენ. აღნიშნული სახლი მთლიანად ლეგოს კუბიკებისგანაა შექმნილი და მასში განთავსებული ავეჯიც კონსტრუქტორის სტილშია შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლის როლს ლეგოს მთავარი დიზაინერი ჯეიმი ბერარდი მოირგებს და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დღე გამორჩეული და საინტერესო გამოვიდეს. და ბოლოს, კონკურსში მონაწილეობის მსურველები 17 ნოემბრიდან უნდა გააქტიურდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები