სუპერჰიბრიდმა LaFerrari-მ ჭაობი უპრობლემოდ გაიარა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც Ferrari-ს ინოვაციურ ავტომობილს სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვა უწევს. ხოლო, თუ ვინ ან რატომ გაიარა წყალში – ვიდეოს ავტორი ამას არ აკონკრეტებს.
შეგახსენებთ, რომ Laferrari კუპე 2013 წელსაა გამოშვებული და ის 6,3 ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი. ამასთან მას ელექტროძრავიც აქვს ჩამონტაჟებული და მთლიანობაში 963 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. სუპერჰიბრიდის ღირებულება 1 400 000 დოლარია და ბაზარზე სულ 500 ასეთი მოდელია ხელმისაწვდომი.
https://www.youtube.com/watch?v=CyQmFgZ4rMg