დიდ ბრიტანეთში დილერი ციხეში მოხვდა მას შემდეგ, რაც პოლიციისთვის ნარკოტიკის მიყიდვა სცადა. დაუფიქრებელი შეცდომის შესახებ Daily Mail წერს.
სურეის საგრაფოს პოლიციამ იცოდა, რომ ამ ტერიტორიაზე ნარკოვაჭრობა ყვაოდა, თუმცა ვერც ერთი დილერის დაჭერას ვერ ახერხებდა. 25 წლის ფილიპ პოლი პოლიციას ხელში სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა. მამაკაცს ტელეფონის ნომერი შეეშალა და თავისდა უნებურად პოლიციას მიწერა. შეტყობინებაში ის მყიდველს კოკაინსა და ჰეროინს სთავაზობდა.
ამ გზით ნარკოდილერი პოლიციას თავისი თავის დაჭერაში დაეხმარა. მას აედევნენ და დააკავეს. ჩხრეკის შემდეგ პოლის სახლში 337 ფუნტის სტერლინგი ნაღდი ფული, კოკაინის შეფუთვა, ჰეროინის პაკეტი და მარიხუანა იპოვეს. მამაკაცის ტელეფონში სამართალდამცავებმა მყიდველებთან მიმოწერაც ნახეს.
პოლს ციხეში სამი წლის გატარება მოუწევს.