თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.
პარალელურად, სხვადასხვა უბანში, ავტომობილების 186 სადგომი ადგილი დაემატა, მათ შორის, რიყის ტერიტორიაზე – 105, წინანდლის ქუჩაზე – 30, ხოლო ვირსალაძისა და ხიდის ქუჩებზე, სადაც ამჟამად, მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, ჯამში 40 ადგილი.
მითითებულ მისამართებზე მერია პარკირების ადგილებს შშმ პირთათვის გამოყოფს.