Mercedes-Benz-ის მეთაურმა ვატიკანს პირველი „პაპამობილი“ აჩუქა, მოდელი რომელიც ელექტრონული აგრეგატით მუშაობს.
4 დეკემბერს ავტო მწარმოებლის დირექტორმა ოლა კელენიუსმა რომის იმპერატორს ფრანცისკს ახალი ავტომობილი პირადად გადასცა და ეს საჩუქარი 2025 წლის იუბილეს ეძღვნება. უნდა აღინიშნოს, რომ „მერსედესი“ უკვე 100 წელია ვატიკანისთვის „პაპამობილებს“ ამზადებს. პირველი ასეთი ავტომობილი პაპ პიუ XI 1930 წელს აჩუქეს.
წინა „პაპამობილი“ G-კლასი ბენზინის ძრავით იყო აღჭურვილი. ახალი მოდელი – ელექტრომობილია, რომელიც სპეციალურადაა აღჭურვილი ხალხში დაბალი სიჩქარით გადაადგილებისთვის, მათ შორის წმინდა პეტრეს მოედანზე.
ის ეკოლოგიურია – არანაირი გამონაბოლქვი არ აქვს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. გარდა ამისა, სავარძლები პაპისთვის მოძრავია, მათი დეკორი ხელითაა დამზადებული. სახურავიც მოძრავია, რათა საჭიროების შემთხვევაში კათოლიკური ეკლესიის მეთაური უამინდობისგან იყოს დაცული. ისევე როგორც ყველა ძველი მოდელი, ახალი ელექტრომობილიც თეთრ ფერშია შესრულებული.