დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი, მეტად მეგობრული მშვილდოსნის, მთვარე კი, მებრძოლი და უშიშარი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
ნუ იქნებით სულსწრაფი, მოერიდეთ კამათს, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენას.
ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მსხვილი ინვესტიციებისა და კაპიტალის დაბანდება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. კარგი დღეა თირკმელების, კანის, ყელის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ, არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ტოპაზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.