LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Koenigsegg-მა 2 მილიონიანი სუპერქარის კრაშ–ტესტი მოაწყო

27

Koenigsegg-მა 2 მილიონიანი სუპერქარის კრაშ–ტესტი მოაწყო. კომპანიამ სოც-ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც Regera-ს გამოცდაა ასახული. აღნიშნული მოდელის ყველა ეგზემპლარი მინიმუმ 2,1 მილიონი ევრო ღირს, თუმცა, ავტომოყვარულები ამ ფაქტმა ვერ შეაჩერა. ვიდეოში ნაჩვენებია დარტყმა უკნიდან, გვერდიდან და წინიდან. გარდა ამისა, სპორტქარს ისეთი გამოცდის ჩაბარებაც მოუხდა, როგორიცაა ბორდიურზე ასვლა და ძარის გამძლეობის შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ Koenigsegg Regera-ის ტირაჟი სულ 80 ავტომობილს შეადგენს. მოდელს 1500 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და პირველ 100 კილომეტრს ის 2,8 წამში ავითარებს, 400 კილომეტრისთვის კი სულ რაღაც 20 წამი სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები