იტალიური ავტომობილი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს? ეს სტერეოტიპი ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში დამკვიდრდა. სწორედ ამიტომ, 1972 წელს კომპანია Lancia-მ მოდელი Beta რომ წარადგინა, საავტომობილო ჟურნალისტებმა და ბრენდის ერთგულმა კლიენტებმა ერთი და იმავე კითხვის დასმა დაიწყეს: რა არის ეს? და რატომ აქვს “ამას” LAncia-ს ემბლემა?
სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა ერთი წლის შემდეგ, როცა შედარებით მომხიბვლელი Beta Coupe-ის პრემიერა შედგა. თუმცა, Beta Berlina კომპანიის სამოდელო ხაზში ისევ მახინჯ იხვის ჭუკად რჩებოდა. ცნობილმა ავტო დიზაინერმა ჯოვანი მიკელოტიმ შექმნილი სიტუაციის გამოსწორება სცადა და აი რა გამოუვიდა.