ევროპაში საწვავის მანქანებზე ფასები იზრდება, ელექტროქარები კი იაფდება. მწარმოებლებმა თავისი ნაწარმის ღირებულების კორექტირება დაიწყეს, რათა „ელემენტიანი“ მანქანების გაყიდვები გაზარდონ. მიზეზი – ევროკავშირის ახალი მოთხოვნებია, რომელიც ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შედის. ამ დღიდან ბრენდების უმრავლესობის ყოველი მეხუთე გაყიდული მოდელი ელექტროქარი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში მათ დიდი ჯარიმები ელოდებათ.
Peugeot-მა ფასები 500 ევროთი გაზარდა 8 მოდელზე, გარდა სრულად ელექტრონული ავტომობილებისა. Renault-ს ზოგიერთი ბენზინის მანქანა გაუძვირდა: მაგალითად, 300 ევროთი გაიზარდა Clio SCE 65-ის ფასი. ორივე კომპანია ამტკიცებს, რომ ფასების კორექტირება ინფლაციის შედეგია. Volkswagen-მა რამდენიმე ბაზარზე ID-3-ის ღირებულება შეამცირა. გერმანიაში ელექტროქარის ღირებულება 30 000 ევროზე ნაკლებია.
ეკოლოგიის ახალი ნორმების მიხედვით, ბრენდების მიერ გაყიდული ავტომობილების 22% ელექტრონული უნდა იყოს. ჯერ-ჯერობით კი ეს რიცხვი 13%-ს ძლივს აღწევს.