პატარა მომღერალმა, ბარბარე ჯანაშიამ, რომელსაც საზოგადოება უკვე კარგად იცნობს, ტელემაყურებელს ახლა დები – სალომე და ვიუ ჯანაშიებიც გააცნო.
დები ჯანაშიები „დღის პოსტს“ ესტუმრნენ და გადაცემაში ვრცლად ისაუბრეს.
ამასთან, დებმა მსმენელს წარუდგინეს ახალი, ერთობლივი სიმღერა, რომელიც მამას მიუძღვნეს. როგორც აღმოჩნდა, სალომე და ვიუ ბარბარემ აამღერა.
„მამისთვის სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და ამით დაგვითანხმა სიმღერაზე“, – აღნიშნეს დებმა.
1🔹🎼სიმღერა მამაზე – ბარბარე ჯანაშია,სალი ჯანაშია და ვიუ ჯანაშია🔹🎼სიმღერა მამაზე – ბარბარე ჯანაშია,სალი ჯანაშია და ვიუ ჯანაშია
Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024