ინტერნეტ გვერდზე Авто.ру გაჩნდა განცხადება, სადაც ირკვევა რომ იყიდება 1914 წელს გამოსული Rolls-Royce Silver Ghost (40/50 hp). ავტომობილი ამჟამად გერმანიაშია, მისი მფლობელი იუწყება, რომ ის წინათ იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ეკუთვნოდა. რარიტეტული ავტომობილი 278 მილიონ რუბლად იყიდება.
Rolls-Royce 40/50 hp მეოთხე საავტომობილო საერთაშორისო გამოფენაზე სანქ-პეტერბურგში 1913 წელს წარმოადგინეს. ავტომობილზე რუსი იმპერატორის სპეც შეკვეთით ფრანგულმა ძარების ატელიე Kellner et ses fils-მა იზრუნა.
განსაკუთრებული Silver Ghost-ის აღჭურვილობაში შედიოდა ელექტრო განათება, რბილი სავარძლები, ყვავლების ლარნაკი, საფერფლე და ტელეფონი.
Rolls-Royce Silver Ghost დაკომპლექტებულია 7,4 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 50 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილის მასა 1970 კილოგრამია. ას კილომეტრზე 17,5 ლიტრი საწვავი და ერთი ლიტრი ზეთი სჭირდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 117 კმ/საათია.
ნიკოლოზ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ახალმა მფლობელმა Rolls-Royce ლას ვეგასის კაზინოში გამოფინა. ამის შემდეგ ავტომობილი კიდევ გაყიდეს და გერმანიის ბუნკერში დამალეს, სადაც შემთხვევით იპოვეს.
ეს ავტომობილი გასაყიდად 2013 წელსაც გამოიტანეს, მაშინ მასში 5,5 მილიონ ევროს ითხოვდნენ.
Rolls-Royce-ის გარდა, იმპერატორის ავტოფარეხში იყო Renault 40HP ელექტროძრავითა და Bosch-ის სტარტერით, ასევე Peugeot Bebe, ფაეტონი Benz 16/40PS და ტრიპლ-ფაეტონი Delaunay-Belleville.



