LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფთოზი

111
აფთოზი

აფთოზი პირის ღრუში პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულებია. აფთები შესაძლოა განლაგდნენ ენაზე, ლოყების ლორწოვანზე, მაგარ და რბილ სასაზე, ასევე ტუჩების ლორწოვანზე. მათი წარმოქმნის მიზეზი არის პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა ან სასის ლორწოვან გარსზე უხეში მექანიკური ზემოქმედება. ისინი დაფარულია მოთეთრო-მოყვითალო ნადებით.

ხშირად  ასეთი წყლული ჩნდება შემთხვევით ლორწოვანის კბეჩის, კბილის ჯაგრისით დაზიანების შედეგად.

წყლულები შესაძლოა იყოს მრგვალი ან ოვალური ფორმის და გაჩნდეს პირის ღრუს თითქმის ყველა წერტილში: ტუჩების შიდა მხარეს, სასაზე, ენაზე და მის გარშემო. აფთების კიდე ხშირად შემოსაზღვრულია წითელი, ანთებითი რკალით.

სტომატიტი  უაღრესად ინდივიდუალურია, განსხვავდება ზომით, რაოდენობითა და მდებარეობით. განკურნების პერიოდი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.

წყლულების გამომწვევი მიზეზი უცნობია, წყლულებს პირის ღრუს ადგილობრივ ტრავმასაც უკავშირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები