კომპანიამ Porsche დიზელის ავტომობილების წარმოება შეწყვიტა, საუბარია Macan S Diesel-სა და Panamera 4S Diesel-ზე. ყველგანმავალი Cayenne თაობის შეცვლის შემდეგ ისედაც აღარ იყო წარმოდგენილი „მძიმე საწვავის“ აგრეგატით.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია მოთხოვნის სტრუქტურის შეცვლასთან და მავნე გამონაბოლქვის ნორმების გამკაცრებასთან. Autocar წერს, რომ 2017 წელს 97 000 ქროსოვერი Porsche Macan გაიყიდა. მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ დიზელის ძრავიანი ავტომობილები. Panamera-ს წილი დიზელის ძრავებში მსოფლიო გაყიდვების მიხედვით 15%-ს შეადგენს. ამასთან, 50% ჰიბრიდულ მოდიფიკაციებსა და 35% ბენზინის ძრავებზე მოდის.
Porsche-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი არ არის.
ისინი პოპულარობით მხოლოდ ევროპაში სარგებლობენ. ამის გამო მარკამ უარი თქვა ასეთი აგრეგატების შემუშავებისთვის ინვესტიციების ჩადებაზე და სამოდელო რიგის ელექტროფიცირებისათვის გამოყოფილი თანხა გააორმაგა.
დიზელის ძრავებზე უარის თქმა „დიზელის სკანდალზე“ ერთგვარი რეაქიაც გახდა, რომლებშიც ის მარკებიც აღმოჩნდნენ ჩართულები, რომლებიც Volkswagen-ის ჯგუფში ერთიანდებიან.