LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელი – რჩევები ბრიუსელში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

254

ბრიუსელის იერს თავდაპირველად სამეფო სახლის ირგვლივ წარმატებული კომერსანტებისა და მეწარმეების მიერ აშენებული მონუმენტური ნაგებობები შეადგენდა. ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ევროკავშირის წინამორბედი) და ნატო-მ (1958 და 1967 წლებში დაფუძნდნენ) ქალაქის ირგვლივ სწრაფი და მაღალი მშენებლობების პროვოცირება მოახდინა. და თუ ადრე ბრიუსელი სავაჭრო ქალაქი იყო, დღეისათვის ევროპის ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა.

ტურისტი აქ კომფორტულად გრძნობს თავს: ინგლისური ყველგანაა გავრცელებული, სავსეა დემოკრატიული კაფე-რესტორნებით, ხოლო მოხერხებული ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა 1 საათში პარიზში იყოთ, 2 საათში კი – ამსტერდამსა და კიოლნში ჩახვიდეთ.

ბრიუსელში მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს ბაროკო, გოტიკა და მოდერნი და ალბათ ეს არის კიდეც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – შეუჩერებელი პროგრესი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებით.

 

ბრიუსელის რაიონები

ქალაქის გაცნობა ისტორიული ცენტრიდან ჯობს. მაღალი ციხესიმაგრის კედლიდან მხოლოდ ხალეპორტის კარიბჭე შემორჩა. ქალაქის გულია გრანდ-პლასის მოედანი. მას გარს აკრავს შესანიშნავი არქიტექტურული ანსამბლი – გოტიკური რატუშასამეფო სასახლე, მღებავის სახლი, თერძის სახლი და სხვა შენობები.

ტურისტებს შორის ცნობილი როგორც „ბრიუსელის მუცელი“ – კვარტალი ილო საკრე გრანდ-პლასიდან შორიახლოსაა. მან ასეთი სახელი მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს უამრავი კაფე-რესტორნების გამო მიიღო.

ბრიუსელის ცენტრი პირობითად იყოფა ქვემო და ზემო ქალაქად. პირველშია ძველი კვარტალი მაროლი, ასევე სახელგანთქმული სიმბოლო – შადრევანი „ბიჭუნა, რომელიც ფსამს“. არქიტექტურულად საინტერესოა მართლმსაჯულების სასახლე. ასევე ყურადსაღებია წმინდა ეკატერინესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები, შუასაუკუნეების შავი კოშკი და ბირჟის შენობა.

ზემო ქალაქმა ოდითგანვე არისტოკრატია მიიზიდა. აქ მდებარეობს ქალაქის მთავარი ტაძარი – საკათედრო ტაძარი, ხოლო მისგან სამხრეთ-აღმოსავლეთით სამეფო სასახლე ანსამბლი. გარდა ამისა, აქ ბევრი მუზეუმია, ხოლო ხელოვნების გორაკიდან ქვემო ქალაქზე მშვენიერი ხედი იშლება.

გრანდ-პლასის აღმოსავლეთით არის ევროპის კვარტალი – ევროკომისიისა და ევროპის პარლამენტის თანამედროვე შენობებით.

ლაკენის კვარტალი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაიონია ცენტრს მიღმა. აქ გახლავთ დიდი პარკი, რომლის ტერიტორიაზე სამეფო ადგილ-მამული, ორანჟერეა და სასახლე. შორს არ არის გასართობი პარკი „მინი ევროპა“ და სახელგანთქმული მონუმენტი „ატომიუმი“.

 

ტრანსპორტი

ბრიუსელში ერთიანი სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც ავტობუსის, ტრამვაისა და მეტროპოლიტენისგან შედგება. ბილეთები საერთოა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ტურისტებისთვის მოსახერხებელია სამგზავრო JUMP-ის შეძენა. ერთი მგზავრობა 2 ევროზე მეტია, 5 – 8 ევრო, 10 – 14 ევრო. ერთი საათის განმავლობაში გადაჯდომა უფასოა. ასევე არის 24-საათიანი ბილეთები შეუზღუდავი რაოდენობის მგზავრობით – 7.5 ევრო. ყველა ტრანსპორტი 6:00 საათიდან შუაღამემდე მუშაობს.

ორსართულიანი ტურისტული ავტობუსით Hop on Hop off თუ ისარგებლებთ, 24 საათზე გათვლილი ბილეთი 23 ევრო დაგიჯდებათ, 48-საათიანი – 30 ევრო.

 

შოპინგი

ბრიუსელში მაღაზიები, სავაჭრო გალერიები და ცენტრები ბევრია, მაგრამ ფასებიც მაღალია. ბელგიელი დიზაინერების ნამუშევრებს ანტოინ დანსაერტის ქუჩაზე იპოვით. ექსკლუზიური საგნები, ანტიკვარიატი და სუვენირები ბლომადაა ბაზრობებზე. ყველაზე პოპულარულებია საბლონის, ჟე დე ბალისა და შატლენის მოედნებზე. მსოფლიო ბრენდების ბუტიკები (H&M, Zara და Mango) თავმოყრილია ნიოვის ქუჩაზე, ვატერლოოს ბულვარსა და ლუიზას ავენიუზე.

აუთლეტი „მაასმეხელენ ვილიჯი“ ბრიუსელიდან 1.5 საათის სავალზეა. აქ Max Marra, Diesel, Hugo Boss და სხვა ფირმების ტანსაცმელს 60%-იანი ფასდაკლებით ნახავთ.

ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრებია „სიტი 2“ და „შოპინგ ცენტერი“. ამათ გარდა, უამრავი სავაჭრო გალერიაა. ყველაზე ძველში, „ხუბერტში“ ბრიუსელის საზომითაც მაღალი ფასებია. ამაზე ცოტა იაფია „წმინდა იუბერის სამეფო გალერიაში“, „ლუიზასა“ და „აგორაში“.

ზამთრისა და ზაფხულის ფასდაკლებები 3-31 იანვრისა და 1 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდებშია.

 (ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები