ატელიე Pininfarina-მ ავტო სახლი ტრანსფორმერი წარადგინა. დიზაინ სტუდია, რომელიც ექსკლუზიური საავტომობილო პროექტებითაა ცნობილი, ძალებს ახალ სფეროში მოსინჯავს.
ლას-ვეგასის სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენაზე ატელიემ ორი მომავლის ავტო სახლი წარადგინა. მდიდრული ინტერიერის მქონე სახლებზე პირველი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა წარმოება მხოლოდ მომავალი წლის ბოლოსთვის დაიწყება.
AI-Thu (Transformer Home Unit) – ეს არის სტაციონარული „ჭკვიანი“ სახლი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაჩერდეს და დროებითი საცხოვრებლის ფუნქცია შეასრულოს. მისი ფართობი 37,2 კვადრატული მეტრია და ამასთან, მას აქვს მინი ვერანდაც. AL-Thu-ს შეუძლია ტრანსფორმირდეს და ოფისი საძინებლად ან მისაღებად გადაიქცეს.
ფასი – 98 ათასი დოლარიდან დაიწყება. სახლი აღჭურვილია მზის პანელებით, რომელთა სიმძლავრეც 5 კილოვატია, ასევე წყლის შეგროვების სისტემით და სხვა ბევრი „ჭკვიანი“ დამხმარით ხელოვნურ ინტელექტთან ერთად.