LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ახალი RAV4-ის სახე გამოაჩინა

51

კომპანია Toyota-მ ქროსოვერ RAV4-ის მომდევნო თაობის ახალი თიზერი გამოაქვეყნა. რგოლში ავტომობილის წინა ნაწილი ჩანს: ოპტიკა, რადიატორის ჩარჩო და წინა ბამპერის ნაწილი.

სიახლის პრემიერა ნიუ იორკის მოტორშოუზე შედგება. დეტალური ინფორმაცია ქროსოვერის შესახებ არ ვრცელდება.

ცოტა ხნის წინ კომპანიამ მოდელის თიზერი უკვე გამოაქვეყნა. მარტის შუა რიცხვებში მეხუთე თაობის ყველგანმავალის სილუეტი იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე თაობის Toyota RAV4, რომლის ბოლო განახლებაც 2015 წელს მოხდა, ამჟამად ბენზინის 2.0 და 2.5 ლიტრიანი ძრავებით იყიდება, რომლებიც 146 და 180 ცხენის ძალებს ავითარებენ. ასევე, მოდელისთვის მისაწვდომია 2.2 ლიტრის დიზელის ძრავით, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები