LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელის ინტერნეტ-პროვაიდერებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვა დაევალათ

106
6878

ბრიუსელის ინტერნეტ-პროვაიდერებს მოუწევთ, რომ სილამაზეზე იზრუნონ და შენობების ფასადები სადენებით არ დაამახინჯონ. სიახლის შესახებ brussels times წერს.

ახალი კანონის მიხედვით, სადენების და მათი საცავის ფერი შენობის ფერს უნდა ემთხვეოდეს. ეს წესი ადრეც არსებობდა, თუმცა სიმკაცრე აკლდა და პროვაიდერები როგორც წესი, მას ყურადღებას არ აქცევდნენ. ამჯერად ბრიუსელის მერიამ გამოსცა რეკომენდაცია, სადაც ეს წესი „ესთეტიკის ნორმად“ გამოაცხადა.

სადენების ფერი წესების მიხედვით სამი ფერის უნდა იყოს: შავი, ნაცრისფერი და თიხისფერი. თუკი ამ სამი ფერიდან ფასადს არც ერთი არ შეესაბამება, მაშინ კომპანიამ ძეგლებისა და ლანდშაფტების კომისიას უნდა მიმართოს და ფერთან დაკავშირებით რეკომენდაცია მოითხოვოს.

კანონი შეეხება არამხოლოდ ახალ მოწყობილობას არამედ უკვე არსებულსაც და პროვაიდერებს ყველაფრის განახლება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სასამართლო დავას დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები