ტოკიოს ყოველწლიური ავტოსალონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკულ გამოფენა SEMA-ს მსოფლიოს უდიდესი მოვლენის წოდება ჩამოართვას და ტუნინგის საკითხში პირველობა მიისაკუთროს.
წარმოდგენილი მანქანების რაოდენობით ამერიკელები მაინც ლიდერობენ, ხოლო იაპონელებს ამ საკითხში ცოტა უჭირთ. თუმცა, ტოკიოში თავად ღონისძიების პოპულარობაა შთამბეჭდავი: მაგალითად, გასულ წელს საგამოფენო ცენტრის Makuhari Messe-ს დარბაზები 230 ათასმა ვიზიტორმა მოინახულა. და ეს რეკორდი ნამდვილად არ არის: პანდემიამდე იყო შემთხვევები როცა სტუმრების რაოდენობა 300 ათასს აჭარბებდა.
თანამედროვე ტოკიოს გამოფენა ისეთი შთამბეჭდავი ვეღარ არის, თუმცა ავტო მოყვარულები აღნიშნავენ რომ სანახავი ჯერ კიდევ არის რაღაც.