პრემიერლიგის ჩემპიონი ცნობილია: „მანჩესტერ სიტიმ“ მთელი ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და წამით არავის შეპარვია ეჭვი პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობაში. გვარდიოლა კიდევ ის კაცია, რომლის გუნდები ბურთს იჭერენ და აქეთ-იქით ათამაშებენ. ამის დასტურია ეს სტატისტიკაც, რომელიც პრემიერლიგის ბოლო 12 ჩემპიონის ბურთის ფლობის საშუალო მაჩვენებელს აღრიცხავს.
„სიტის“ დომინირება აშკარაა.
ამასობაში მეორე მანჩესტერელი გუნდი შიდა გარჩევებშია და მომავალი სეზონისთვის გეგმებს ალაგებს. ვინ მოხვდება ამ გეგმებში ჯერ უცნობია. ერთი ის გაჟღერდა, რომ მოურინიო ვიღაცეების გაშვებას აპირებს. არ არის გამორიცხული ეს თვით პოლ პოგბაც იყოს.
მოკლედ, ჟოზე მზადაა ამ ზაფხულს პოგბა და მარსიალი გაუშვას.