АвтоВАЗ-მა უნივერსალ Lada Vesta SW-ის და მისი ყველგანმავალი ვერსიის SW Cross-ის გაყიდვა ევროპის ბაზარზე დაიწყო. მოდელის ფასი 11 990 ევროდან იწყება.
სამი კომპლექტაციიდან, ევროპელებისთვის Vesta-ს ორი ვერსიაა ხელმისაწვდომი: საბაზო Comfort და Luxe. ავტომობილი აღჭურვილია 1,6 ლიტრის მოცულობის ძრავით, რომელიც 106 ცხენის ძალას ავითარებს. ის სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის ევრო 6-ის ეკოლოგიურ ნორმებს შეუსაბამეს. ხელმისაწვდომია როგორც მექანიკური, ისე რობოტიზებული ტრანსმისია.
შედარებისთვის, გეტყვით რომ Vesta-ს კონკურენტები Renault Clio Grandtour და Skoda Fabia Combi გახლავთ, რომელთა ფასებიც 12 990 და 13 530 ევროა.