ჰიპერქარის Koenigsegg Agera RS ბოლო ეგზემპლარმა – Agera RSN ღონისძიება VMax200-ზე სიჩქარის რეკორდი დაამყარა. ღონისძიება წელიწადში რამდენჯერმე სხვადასხვა ბრიტანულ ავტოდრომზე ტარდება. ამჯერად ავტომობილმა თავისი შესაძლებლობები კენდრიუ ბარექსის ასაფრენ ბილიკზე წარმოაჩინა, რომლის სიგრძეც 2,1 კილომეტრია. ავტომობილმა ამ მანძილზე 389,5 კილომეტრ/საათის განვითარება შეძლო.
რეკორდული სიჩქარე Koenigsegg-ის საქარხნო ტესტ-პილოტმა ნიკოლას ლილიემ განავითარა. მან ოლივერ უების შედეგი გააუმჯობესა, რომელიც 2016 წელს Koenigsegg One:1-ის საჭესთან 386,2 კილომეტრ/საათამდე აჩქარდა.
გარდა აღნიშნული მიღწევისა, Koenigsegg Agera RS-ს კიდევ ხუთი რეკორდი აქვს. ჰიპერქარმა ადგილიდან 400 კმ/საათი განავითარა და ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდა. ასევე, ის საერთო სარგებლობის გზებზე მოძრავი ყველაზე სწრაფი ავტომობილია და ყველაზე სწრაფი სერიული მოდელის წოდებასაც ფლობს.
სულ Koenigsegg Agera RS-ის 25 ეგზემპლარი აიწყო.