LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია დაბრუნდა: ზაზას თავური პასით კარიმ სამიანი ჩააგდო (ვიდეო)

38

ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ქართველ ცენტრს კარგა ხანია არ უთამაშია, არადა „გოლდენ სტეიტმა“ პლეი-ოფის მეორე რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც „სან ანტონიო“ მოილია. ახლა ოკლენდელები „ნიუ ორლეანს“ აჩვენებენ საუთარ ძალას. თუმცა სერიის მესამე მატჩში უფრო პირიქით მოხდა: NBA-ის მოქმედი ჩემპიონი გასვლაზე განადგურდა – 100:119.
“გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა დანაპირები შეასრულა და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა სტეფ კარი, რომელმაც 28 წუთი და 33 წამს ითამაშა და 19 ქულა, ექვსი მოხსნა, ორი პასი და ოთხი ჩაჭრა დააგროვა.
მწვრთნელმა ბოლო ხუთი წუთი ათამაშა ზაზა ფაჩულია. ზაზამ სამი ქულა, ხუთი მოხსნა და ერთი ჩაჭრა დააგროვა და მატჩი “+5” სარგებლიანობის კოეფიციენტით დაასრულა.

 

ჩვენიანი მატჩის წინ, მოთელვისას მოექცა ყურადღების ცენტრში. ზაზამ და სტეფ კარიმ თავით ეფექტურად გაათამაშეს ბურთი, რის შემდეგაც, “უორიორზის” სნაიპერმა ქართველის პასით სამქულიანი ჩააგდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები