ბრიტანელმა მსახიობმა და ცნობილმა ავტომოყვარულმა იდრის ელბამ რგოლი წარმოადგინა, სადაც ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვას, აქვს თუ არა ავტომობილს სული? ვიდეო პროექტ Grand Basel-ის ნაწილია, რომლის მიზანიც ავტომობილების „კულტურულ მემკვიდრეობად“ ქცევაა. გამოფენა შვეიცარიულ ბაზელში, 6-დან 9 სექტემბრამდე გაიმართება.
ფილმი ტურინის ერთ-ერთი „ინდუსტრიული“ ღირსშესანიშნაობის ტერიტორიაზეა გადაღებული – ლინგოტოს საავტომობილო ფაბრიკაში. მისი განსაკუთრებულობა გამოსაცდელი ტრეკია, რომელიც სახურავზეა და მისი შენარჩუნება რეკონსტრუქციის შემდეგად გადაწყვიტეს.
ვიდეორგოლში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ავტომობილები ჩნდებიან: 1931 წლის Alfa Romeo 6C 1750 GS Zagato და სუპერქარი Zagato Mostro, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.
ავტომობილი Maserati-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. აღჭურვილია 4,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავით, რომელიც 420 ცხენის ძალას ავითარებს.