„ასეთივე არ გაქვთ, ოღონდ ფოსფორისფერი?“ – უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ნორმალური ავტომფლობელი გაჩერდება: იყიდის იმას რაც არის, ან სასურველის მისაღებად კონკურენტ ბრენდებს მიაკითხავს. თუმცა, არა ჩვენი დღევანდელი პუბლიკაციის გმირები!
ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაქსიმალურად ცვლიან თავის ავტომობილებს, რათა ის რაღაც სხვად, ჩვეულებრივი მყიდველისთვის მიუწვდომელ ქმნილებად აქციონ. კუპე სერიული სედანისგან? ანდაც ჰეტჩბეკი, რაზეც ქარხნის კონსტრუქტორებსაც კი არ უფიქრიათ. ჩვენს გალერეაში ასეთი ბევრია.





