ბარსელონას პლაჟები უფრო კომფორტული და ნაკლებად ხალხმრავალი გახდება. ქალაქის მერიამ 39 წესი შეადგინა, რომელის აღსრულებაც 1 ივნისიდან უნდა დაიწყოს.
შეზლონგების რაოდენობა 50%-ით შემცირდება, ქოლგების კი 75%-ით. სანაპიროზე 25%-ით ნაკლები იქნება კაფეების რაოდენობაც. დარჩენილი კაფეები კი ვალდებულები იქნებიან სასმელები მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით გაყიდონ, რომ სანაპირო ერთჯერადი ჭიქებით არ დაბინძურდეს.
ცალკე სიახლეები ელის ლევანტის პლაჟს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ზონა მოეწყობა. აქ გასაბერი სავარძლებისა და სამაშველო ჟილეტების დაქირავება იქნება შესაძლებელია. ასევე, იმუშავებს სპეციალურად გადამზადებული პერსონალი. გარდა ამისა, ცალკეული მონაკვეთი იქნება ძაღლიანი დამსვენებლებისთვის გამოყოფილი.