LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს ჩემპიონატს ბრაზილია მოიგებს

51

ეკონომისტების გამოთვლით, რუსეთის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრები გაიმარჯვებს.

ეკონომისტებმა ინსბრუკის უნივერსიტეტიდან კვლევის დროს 26 საბუქმეკერო კანტორის ფსონები და გულშემატკივრების მიერ დადებული ფსონები გამოიყენეს და აღმოჩნდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ტრიუმფის ყველაზე დიდი შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიას აქვს. სამხრეთ ამერიკელებს გაჩემპიონების 16,6%-იანი შანსი ქონიათ.

მეორე ადგილი გერმანიამ დაიკავა (15,8%), მესამე ადგილები კი ესპანეთმა და საფრანგეთმა გაინაწილეს (ორივე 12%).

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები