LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-მ უკანასკნელი Demon გამოუშვა

88

Fiat Chrysler Automobiles-ს კანადური ქარხნის კონვეირიდან ბოლო, Dodge Challenger SRT Demon-ის 3300-ე ეგზემპლარი გამოვიდა. თავდაპირველად შავი ავტომობილი ხელით გადაღებეს და ექსკლუზიური საღებავი Viper Red დაიტანეს. ივნისში ავტომობილს Barrett-Jackson-ის აუქციონიდან გაყიდიან.

ლიმიტირებული Dodge Challenger SRT Demon-ის სახალხო დებიუტი 2017 წლის აპრილში შედგა. ის 6,2 ოლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 850 ცხენის ძალაა.

ნულიდან 96 კილომეტრამდე 2,1 წამში ჩქარდება. 402 მეტრიან დისტანციას 9,65 წამში ფარავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები