Burger King ყველა გოგოს 3 მილიონ რუბლს დაპირდა, ვინც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისგან დაფეხმძიმდება.
რესტორნების გლობალური ქსელის პირობა რუს გოგონებზე ვრცელდება.
მშვენიერი სქესის ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინც პირობითად ბავშვს გააჩენს ან რონალდოსგან ან დიბალასგან, 3 მლნ რუბლს და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვოპერების მარაგს მიიღებს.
„გოგონები, რომლებიც მოახერხებენ საუკეთესო საფეხბურთო გენების დაუფლებას, რამდენიმე თაობით რუსეთის ნაკრების წარმატებას ჩაუყრიან საფუძველს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსოფლიო ჩემპიონატი 15 ივლისამდე გასტანს, ასე რომ, გოგონებს დრო ჯერ საკმარისად აქვთ.