ესპანეთი ტურისტებთან ბრძოლას განაგრძობს. კატალონიელები ტურისტთა შემოტევით იმდენად დაიღალნენ, რომ მათი მოგერიების ახალი მეთოდი მოიფიქრეს. მემარცხენე ორგანიზაციის Edvant-ის აქტივისტებმა მორიგი აქცია მოაწყეს და ქვეყანაში შემოსულ უცხოელთა რაოდენობის შეზღუდვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციის წევრები უჩვეულო იარაღით – სილიკონის წებოთი შეიარაღდნენ. მათ დაიარეს ტურისტული ოფისები, ჰოსტელები, ველოსიპედების გაქირავების ცენტრები თუ ტურისტთა თავშეყრის სხვა ადგილები და ყველგან წებო წაუსვეს. აქტივისტებს სჯერათ, რომ ამ გზით ბარსელონას ვიზიტორებისგან დაიცავენ და ადგილობრივებს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას მისცემენ.
No patim turismefòbia, patim capitalisme, i és per això que hem decidit sortir a defensar els nostres barris davant l’esplendor pervers de la Marca Barcelona.#TurismeOBarri pic.twitter.com/I2I9o16C0h
— Endavant Ciutat Vella (@endavantcv) 27 June 2018