LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქები, სადაც ტურისტები არ უყვართ

55

ავიაბილეთების ძებნის ონლაინ-სერვისმა Aviasales-მა იმ დანიშნულებების სია შეადგინა, სადაც გადატვირთული ტურიზმი ადგილობრივებს დიდ დისკომფორტს უქმნის. პირველი ადგილი კი სადაც მოგზაურებს არ ელიან – ვენეციაა. 2017 წელს 633 ათას მაცხოვრებლიანმა ქალაქმა 5,3 მილიონი ტურისტი მიიღო და ხელისუფლებამ ყველაფერზე ჯარიმები დააწესა – არხებში ბანაობაზე, ველოსიპედით გადაადგილებაზე თუ ნაგვის დაყრაზე. მასობრივი ტურიზმის მოწინააღმდეგეთა შორისაა ასევე – ბარსელონა, სადაც ადგილობრივები ტურისტთა შემოტევას მუდმივი აქციებით უპირისპირდებიან. და ბოლოს, აქციები გაიმართა ასევე ამსტერდამშიც, სადაც მოსახლეობა ხმაურით, ნაგვის რაოდენობითა და მზარდი ფასებითაა შეწუხებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები