2018-2019 წლებში თბილისის მეტროს 14 ახალი შემადგენლობა დაემატებ. როგორც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციისას თბილიის მერმა კახა კალაძემ განაცხადა , გადაწყვეტილების მიზანია, შემცირდეს მოცდის დრო და მგზავრობა კომფორტული იყოს.
„გვინდა, რომ 2018-2019 წლებში კიდევ 14 ახალი შემადგენლობა დავამატოთ მეტროს, რომ მოცდის დრო შევამციროთ და უფრო კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა,”-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა დღეს ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებაზეც ისაუბრა.
„2018-2019 წლებში ყვითელი, არსებული ავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით და ძალიან დიდი მადლობა პრემიერს ამაში მხარდაჭერისთვის, რადგან ძალიან დიდ რესურსთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. 2019 წელს ჩვენ გვეყოლება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები და მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები. ეს არის წარსული და ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, რომ რეალურად შევცვალოთ არსებული მდგომარეობა ამ მიმართულებით,” – განაცხადა