მონაკო სექსუალურობის გამოფენას მასპინძლობს. ტომ ვესელმანის შემოქმედების ნახვის საშუალება მსურველებს 6 იანვრამდე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ ვესელმანი ცნობილი ამერიკელი მხატვარი და გრაფიკოსია. კარიერის დასაწყისში ის ექსპრესიონიზმით იყო გატაცებული, შემდეგ პოპ-არტზე გადაერთო და ამ სფეროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენლად ჩამოყალიბდა. ხელოვანის შთაგონების მთავარი წყარო ქალის შიშველი სხეულია და ტომი ყველაზე მიმზიდველი ქალების პოვნას არაჩვეულებრივად ახერხებს. განსაკუთრებულ მოდელებს კი ის 60-იანი წლების პოსტერებსა და რეკლამებში გადააწყდა. დღესდღეობით ამერიკელის საუკეთესო ნამუშევრები გამოფენაში სახელად „ბედნიერების პირობა“ გაერთიანდა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე სექსუალურმა ექსპოზიციამ მონაკოს წლის ღონისძიების სტატუსი უკვე მოიპოვა.