LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთსა და პორტუგალიას 50 გრადუსიანი სიცხე ელოდება

37

ესპანეთსა და პორტუგალიას 50 გრადუსიანი სიცხე ელოდება. პირენეის ნახევარკუნძულის მოსახლეობა ანომალიური ამინდისთვის ემზადება. სინოპტიკოსთა ინფორმაციით, პორტუგალიის სამხრეთ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 47 გრადუსამდე აიწევს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ადგილობრივებსა და ტურისტებს სიფრთხილის ზომების დაცვისკენ მოუწოდა.

იგივე სიტუაციაში იქნება ასევე ესპანეთიც და მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. მეტეოროლოგები შიშობენ, რომ გარდა ანომალიური სიცხისა, ამ ორ ქვეყანას კიდევ ერთი პრობლემა ემუქრება. ჰაერში მტვრის შემცველობა ზედმეტადაა გაზრდილი, რაც სუნთქვას ძალიან ართულებს.

აღსანიშნავია, რომ ანომალიურად მაღალი ტემერატურა დაფიქსირდა ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც, მაგალითად პოლონეთში, სადაც განსაკუთრებული სიტუაციაა გამოცხადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები