LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა იწყება

105

დღეს ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა იწყება,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პროექტის თანახმად, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი მოეწყობა.

„იწყება ვაშლიჯვრის პანდუსის მშენებლობა. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს ამ პროექტს, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძი მოეწყობა. იცით, რომ საცობების სერიოზული პრობლემა არის ამ გზაზე, რამდენიმე საათი უწევს მძღოლებს დგომა აქ და ჩვენ შევძლებთ ამ მონაკვეთის განტვირთვას. პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის. ასევე, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის გამხორციელებისთვის და სამუშაოები დღეს დაიწყება. მუშაობა იქნება 24 საათის განმავლობაში. შესაძლოა, მძღოლებისთვის შეზღუდვებიც დაწესდეს, თუმცა ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. მოსახლეობას მინდა ბოდიში მოვუხადო შესაძლო ხმაურის და დისკომფორტისთვის,“ – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა 6 თვეში დასრულდება.

ბენდელიანის თქმით, პროექტის მთლიანი ღირებულება 4 მლნ 300 ათასი ლარია.

„დღეს ვიწყებთ ვაშილჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოებს. სამუშაო პროცესი 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 4 მლნ 300 ათასი ლარი. რაც შეეხება შეზღუდვებს, აქ საუბარი არის, რომ შეიძლება შეზღუდვები იყოს რამდენიმე დღით მარშალ-გელოვანის გამზირზე და იქაც საუბარია შეზღუდვაზე და არა გზის გადაკეტვაზე. სხვა სახის შეზღუდვები პროექტის განმავლობაში არ იგეგმება,” – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.