როტერდამში სულ მალე არამწეველთა ქუჩები გაჩნდება. ჰოლანდიური ქალაქის ორ ცენტრალურ ქუჩაზე მოწევა მკაცრად აიკრძალება. ინიციატივის ავტორი აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებული სამედიცინო ცენტრი, სკოლები და კოლეჯები გახდნენ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ 30 ათასი მოსწავლე, სტუდენტი და პაციენტი თამბაქოს ბოლის ზემოქმედების ქვეშ აღარ მოექცევა, რაც მათ ჯანმრთელობაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. ამასთან, გაუქმდება ე.წ. მწეველთა ჯიხურებიც და მათ არამწეველთა ზონიდან მოშორებით გადაიტანენ. აღსანიშნავია, რომ როტერდამი გახდება პირველი ევროპული ქალაქი, რომელიც მოწევას არა კონკრეტულ ობიექტებში, არამედ მთელ ქუჩაზე აკრძალავს.