ავიაკომპანია Hawaiian Airlines-ის თანამშრომელმა კაიპო კაუკამ მგზავრებისთვის საინტერესო რჩევები გამოაქვეყნა. ბორტგამცილებლის განცხადებით, ადგილი ადამიანის პერსონალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.
- მაგალითად, თუკი მგზავრი ფრენის დროს ძილს აპირებს მაშინ უმჯობესია ფანჯრის სიახლოვეს დაჯდეს. ასეთ დროს მას არავინ შეაწუხებს და მშვიდად დასვენების საშუალება მიეცემა.
- ხოლო, მათ ვინც ტუალეტს ხშირად იყენებს, გასასვლელთან ახლოს უნდა განთავსდნენ, რათა მეზობლები არ შეაწუხონ ხოლმე. მცივანა მგზავრებისთვის კი რეკომენდირებული ადგილის ავარიულ გასასვლელთან შერჩევაა.
- თუკი მგზავრი ჭამის მოყვარულია, პირველ რიგებში უნდა დაჯდეს, რაც იმას ნიშნავს რომ ბორტგამცილებლები საკვებს თავიდან სწორედ მას მისცემენ.
- პირველი რიგები იმ მგზავრებსაც მოეწონებათ, ვისაც ტურბულენტობა არ უყვარს, რადგან თვითმფრინავის წინა ნაწილში „უგზოობა“ ყველაზე ნაკლებად იგრძნობა.


