ბრიტანულმა საიტმა Carwow–მ ჩაატარა საინტერესო ექსპერიმენტი და Honda Civic Type R, Hyundai i30 N, Renault Megane RS, Seat Leon Cupra R და Peugeot 308 Gti ერთმანეთს სამ დისციპლინაში შეადარა. ავტომობილები ერთმანეთს დრაგრბოლაში, ადგილიდან სწრაფად დაძვრასა და დამუხრუჭებაში შეეჯიბრნენ. რბოლის ყველაზე სუსტი მონაწილე Peugeot 308 Gti აღმოჩნდა და მის 1,6 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავს 272 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან პირველ „ასეულამდე“ გახურება ჰეტჩბეკს 6 წამში შეუძლია. ყველაზე მძლავრი ძრავი კი – 2 ლიტრიანი ტურბო, Honda Civic Type R–ს აღმოაჩნდა და სუპერქარს 320 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0–დან 100–კმ–ს მოდელი 5,7 წამში ავითარებს.
აღსანიშნავია, რომ Carwow მსგავს რბოლებს ხშირად აწყობს და შოუ ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე.