თითქოს ისე ჩანს რომ ყველაზე სწრაფი სუპერქარების, ძალიან მძლავრი პრემიუმ კროსოვერების ან აგრესიული ყველგანმავლების მეპატრონეებს საწუწუნო არაფერი აქვთ და თავისი ავტომობილების შესაძლებლობებით კმაყოფილიც უნდა იყვნენ.
თუმცა, ასეთი ადამიანები შეზღუდვებს არ არიან ჩვეული და მათი არასტანდარტული სურვილების ასასრულებლად მრავალი ტუნერია მზად. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ გამორჩეული პროექტები სხვადასხვა ქვეყნის ატელიეებმა წარმოადგინეს. ბოლო თვეების სიახლეებს შორისაა – აშშ-ს, გერმანიის, იაპონიის და დიდი ბრიტანეთის საავტომობილო კომპანიების ქმნილებები.




