ფეისბუქი თუ ინსტაგრამი – რომელი?
ფეისბუქი თუ ინსტაგრამი, ორი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში.
ორივე პლატფორმას გააჩნია, როგორც განსხვავებები, ისე მსგავსებები.
საქართველოში ორივე პოპულარულია, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ძალიან ბევრი ქართული სარეკლამო კომპანია.
სარეკლამო აუდიტორია
რეკლამა ფეისბუქზე საშუალებას იძლევა მაქსიმალურად მიზნობრივი გახადოთ თქვენი სარეკლამო კამპანიები, ადგილმდებარეობის, სქესის, ენების, მომხმარებელთა ქცევის მიხედვით, იგივე ფუნქციები გააჩნია ინსტაგრამსაც.
ამდენად, მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ ვის მიმართ ახორციელებთ რეკლამას, რატა სწორი კომუნიკაციის არხების მეშვეობით ეფექტურად მიაწვდინოთ მათ ხმა.
უპირატესობანი
ამ ორი სოციალური მედია პლატფორმის შედარებისას, გამოსაყოფია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნიუანსი:
- ინსტაგრამის მთავარი ფუნქცია ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაა სხვა მომხმარებლებისთვის
- ფეისბუქი უფრო მრავალფუნქციურია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჯგუფები, Event-ები, ონლაინ მაღაზიები, ატვირთოთ: ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები და ა.შ, აქედან გამომდინარე, რეკლამირება ფეისბუქზე უფრო მრავალმხრივი შეიძლება იყოს.
- ინსტაგრამი უფრო მარტივი პლატფორმაა, ვიდრე ფეისბუქი, თუმცა ეს სრულიად არ ნიშნავს ნაკლებად ეფექტურობას, გააჩნია რა არის თქვენი მიზნები და სტრატეგია.
მომხმარებელთა ჩართულობა
კვლევების მიხედვით, მომხმარებელთა ჩართულობა ინსტაგრამზე 12-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ფეისბუქზე, აქედან გამომდინარე ინსტაგრამზე უფრო მეტი ადამიანი ნახულობს რეკლამას, იმავე ფასად.
საბოლოო ჯამში, სწორედ მომხმარებელთან ჩართულობა განაპირობებს პროდუქციის გაყიდვასაც, ამიტომ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია სარეკლამო მიზნებისთვის.
რეკლამა ფეისბუქზე & რეკლამა ინსტაგრამზე
ორივე პლატფორმაზე რეკლამირება არის მარტივი და ეფექტური, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ფეისბუქზე რეკლამირების დროს, შესაძლებელია ავტომატურად რეკლამის ინსტაგრამშიც გაშვება.
რეკლამირების ეფექტურობა ორივეგან მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სარეკლამო მასალის არსებობაზე, მათ შორის მნიშვნელოვანია ბრენდირებული დიზაინის გამოყენება.
ასევე არსებითია სარეკლამო პოსტის ოპტიმიზაცია, იმ წესების მიხედვით, რაც ფეისბუქსა და ინსტაგარმს გააჩნიათ.
არაოპტიმიზირებული პოსტი უფრო ძვირი ჯდება და მისი ეფექტურობა საკმაოდ დაბალია.